წყალტუბოში ახალგაზრდა გოგონამ რამდენიმე თვის წინ გარდაცვლილი შეყვარებულის საფლავზე თავი მოიკლა

წყალტუბოში ახლაგაზრდა გოგონამ შეყვარებულის საფლავზე თავი მოიკლა, – ამის შესახებ “თაიმერს” ექსკლუზიურად  წყალტუბოდან აცნობეს. როგორც „თაიმერისთვის“ გახდა ცნობილი, ორი თვის წინ, ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში, გოგონას შეყვარებული მამაკაცი ავტოავარიაში დაიღუპა. სხვა დეტალები უცნობია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.