ამ წუთებში ლილოში ხანძარს 14 სახანძრო ბრიგადა ებრძვის

ლილოში, ე.წ ჩინელების დასახლებაში ხანძარია. „პრაიმტაიმსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ ცეცხლი ჩინელების ბაზრობაზე გაჩნდა. ამ დროისთვის ადგილზე 14 სახანძრო და 2 სამაშველო ბრიგადა მუშაობს.

ხანძრის შედეგად დაშავებულები არ არიან.