ბორჯომში დაკარგული ორი მეცხრეკლასელი გოგონა პოლიციამ ზესტაფონში იპოვა

ბორჯომში დაკარგული 2 მეცხრეკლასელი გოგო სამართალდამცველებმა ინტენსიური საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად იპოვეს. "პირველის" ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომაროება დამაკმაყოფილებელია.

ცნობილია, რომ მეცხრეკლასელი გოგონები იმერეთის რეგიონში, ზესტაფონში იმყოფებოდნენ.

პოლიციამ ორივე არასრულწლოვანი გვიან ღამით მშობლებთან ოჯახებში დააბრუნა.

არასრულწლოვანების გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.

ბორჯომში ორ მეცხრეკლასელი გოგოს გაუჩინარებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო.

როგორც "პირველს" შსს-ში განუცხადეს, პოლიციამ ბორჯომში 2 არასრულწლოვანის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია დღის მეორე ნახევარში მიიღო. სამართალდამცველები დაუყოვნებლივ ჩაერთნენ არასრულწლოვანების სამძებრო ღონისძიებებში.

შენიშვნა: ფოტსურათი მითითებულია თემატურად