სინამდვილეში რატომ დაშორდა ირინა შეიკი ბრედლი კუპერს - უცხოური პრესა განცხადებას ავრცელებს

რამდენიმე დღის წინ დასავლურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი დაშორდნენ. 
მოდელი პაპარაცებმა ბრედლის სახლიდან ჩემოდნით ხელში მომავალი დააფიქსირეს. 

ერთ-ერთ რუსულ პორტალზე წყვილის გულშემატკივრის კომენტარი გამოჩნდა: "ძალიან მომწონდა ეს წყვილი. ცუდია, რომ დაშორდნენ". ეს კომენტარი ირინამ "დაალაიქა". 

ირინას ჩემოდნით ხელში გადაღებული ფოტო მედიამ წყვილის დაშორების მტკიცებულებად ჩათვალა. აღმოჩნდა, რომ მოდელი ბრენდ Falconeri-ს გადაღებებისთვის ისლანდიაში გაემგზავრა. 

მას თან ფოტოგრაფი ჯამპაოლო სგურა და აგენტი ალი კავოსი ახლდნენ.  იხილეთ ფოტოსურათები