დონა ბარბარას როლის შემსრულებელი, ქართველების გულთამპყრობელი ედიტ გონსალესი გარდაიცვალა
- 13/06/19
- 9832 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ლეგენდარული მექსიკელი მსახიობი ედიტ გონსალესი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ტელემუნდო ავრცელებს.
ქართველი მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი მექსიკელი მსახიობი ედიტ გონსალესი, კიბოს დიაგნოზი 2016 წელს დაუდგინეს.
ედიტ გონსალესმა პოპულარობა თინეიჯერობის ასაკში მოიპოვა, თუმცა საქვეყნო აღიარება ტელევისას სერიალმა "ველური გული" და მისმა როლმა "მონიკა" მოუტანა.
მსახიობს საერთო ჯამში 70-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული, მათ შორის კი ერთ-ერთი გამორჩეული 2008 წელს გადაღებული ტელემუნდოს სერიალი "დონა ბარბარა" იყო.


