TOP-10 – ჰოლივუდის მრავალშვილიანი მამები


1.მელ გიბსონი - 8 შვილი
img

მსახიობისა და რობინ მურის ქორწინებას ჰოლივუდში იდეალურს ეძახდნენ. მათ 7 შვილი ჰყავთ, მაგრამ ისინი 2011 ოფიციალურად განქორწინდნენ, თუმცა 2009 წლიდან ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. მელს მერვე შვილი ოქსანა ფიოდოროვამ გაუჩინა. ქალს პირველი ვაჟი ჰყავს ტიმოტი დალტონისგან. გიბსონი ახლა სპორტსმენ-კასკადიორ ეშლი კუზატოს ხვდება და არ გამორიცხავს, რომ მომავალში შეიძლება კიდევ გახდეს მამა.







2.ედი მერფი - 8 შვილი


ff63cfd507cb00a1a7a8105c01822a90

4 ოფიციალური ქორწინებიდან მსახიობს 7 შვილი ჰყავს. პირველი ქორწინებიდან 1 შვილი, მეორე ქორწინებიდან 4 შვილი და არარეგისტრირებული კავშირით კიდევ 2 შვილი.









3.კევინ კოსტნერი - 7 შვილი

img

მსახიობს პირველმა ცოლმა სინტია სილვამ 3 შვილი გაუჩინა. მეორე ცოლმა, კრისტინ ბაუმგარტერმაც - 3; 1 უკანონო შვილი, ვაჟი ლიამი კი ბრიჯიტ რუნისგან ჰყავს.









4.მიკ ჯაგერი - 7 შვილი

7015f15f03ae39a86ec21362085c2a6d

4 ოფიციალური ქორწინებიდან მსახიობს 7 შვილი ჰყავს.






5.ჟან რენო - 6 შვილი


img

მსახიობი სულ სამჯერ იყო დაქორწინებული და თითოეულ მეუღლესთან ორ-ორი შვილი ჰყავს.









6.რობერტ დე ნირო - 6 შვილი

img

უამრავი რომანის შედეგად მსახიობს 6 შვილი ჰყავს. აქედან ტყუპი ვაჟი სუროგატმა დედამ გაუჩინა








7.ბრედ პიტი - 6 შვილი


img

რამდენიმეწლიანი რომანის შემდეგ, 2006 წლის დასაწყისში მსახიობმა აღიარა, რომ ანჯელინა ჯოლისთან აქვს რომანი. იმავე წლის 27 მაისს ნამიბიაში წყვილს გოგონა, შაილო ნუველი ეყოლა, 2008 წლის 12 ივლისს პარიზში ტყუპი - ბიჭი ნოქს ლეონი და გოგონა ვივიენ მარშელინი. გარდა ამისა, ბრედმა იშვილა ანჯელინას ყველა ნაშვილები ბავშვი და ახლა წყვილი 6 შვილის მშობელია. მიუხედავად იმისა, რომ ბრედი და ჯოლი ოფიციალურად არ დაქორწინებულან, ბავშვები ჯოლი-პიტის გვარს ატარებენ.








8.არნოლდ შვარცენეგერი - 5 შვილი


img

"რკინის არნი" 1986 წლის 25 აპრილს ტელეჟურნალისტ (იგი პრეზიდენტ ჯონ ფ. კენედის ნათესავიცაა) მარია შრაივერზე დაქორწინდა. წყვილს 4 შვილი ეყოლა. 2011 წელს შვარცენეგერმა კალიფორნიის გუბერნატორის პოსტი დატოვა და მარიასაც გაეყარა. თუმცა მანამდე ცნობილი გახდა, რომ შინამოსამსახურემ, რომელთანაც არნის 10-წლიანი რომანი ჰქონდა, უკანონო ვაჟი გაუჩინა.








9.პირს ბროსნანი - 5 შვილი


img

როცა პირსი მსახიობ კასანდრა ჰარისზე იყო დაქორწინებული, მისი 2 შვილიც იშვილა. მათ საერთო მესამე შვილი, შონ უილიან ბრონსონი ეყოლათ. კასანდრას გარდაცვალების შემდეგ მსახიობი აღარ აპირებდა დაქორწინებას, მაგრამ 2001 წლის 4 აგვისტოს ჟურნალისტ კილი შეი სმიტთან შეუღლდა და მათ 2 ვაჟი ეყოლათ.







10.სილვესტერ სტალონე - 5 შვილი

img


ამერიკელ მსახიობთან, საშა ზაკთან სლაის 2 ვაჟი ჰყავს; მესამე ცოლთან, ამერიკელ მოდელ ჯენიფერ ფლავინთან კი - 3 გოგონა.