"მე გეი ვარ და ამით ვამაყობ.."
- 19/06/19
- 1020 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
რამდენიმე დღის წინ, "მინესოტა იუნაიტედის" ამომავალმა ვარსკვლავმა, კოლინ მარტინმა პრესასთან თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ისაუბრა.
"ეს პრესკონფერენცია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ცხოვრებაში პირველად ჩემს სექსუალურ ორიენტაციაზე სახალხოდ ვსაუბრობ. ამ ყველაფრით უკვე დავიღალე და მინდა გითხრათ, რომ მე ვარ პირველი გეი მოთამაშე ამ ლიგაში".
"დიდი ხნის განმავლობაში ვმალავდი ჩემს ორიენტაციას მეგობრებთან და ოჯახთან, მაგრამ დრო დადგა ყველაფერს ფარდა აეხადოს და ეს საშინელი პერიოდიც დასრულდეს".
"ჩემი კლუბის დამოკიდებულება მომწონს და მიხარია, რომ ჩემ გვერდში დგანან. მე გეი ვარ და ამით ვამაყობ".
ამ ამბის გაგებისთანავე კოლინის "მინესოტამ" გადაწყვიტა თავისი ფეხბურთელისთვის პატივი ეცა და ფორმის ნომრები ლგბტ ფერებში გააფერადა. ამ გზით "MLS"-ში მოასპარეზე გუნდის მესვეურები ცდილობენ მარტინს მხარი დაუჭირონ.