გია სურამელაშვილის რძალი მომღერლის ასაკს ამხელს

გია სურამელაშვილის რძალი, გიას ასაკსა და სხვა დეტალებზე მომღერლის იუბილეზე ალაპარაკდა. სოფო კალანდაძე მამამთილს ახასიათებს და გულახდილად საუბრობს თუ რა მოსწონს და რა აკრძალვები აქვს მომღერალს.


-სოფო, რა კარგი გვარი გქონია…
– ჰო, მაგრამ გიას უყვარს როცა ვამბობ, სურამელაშვილი ვარ-მეთქი. ეს მისი სიყვარულის გამოხატულებაა, მეც ძალიან მიყვარს გია.
– როგორც ვიცი, მისგან გაიცანი, მომავალი ქმარი, ნუგა.
– ასეა. თავიდან გიას ფანებში ვირიცხებოდი, ყველაზე აქტიურ ფანებში. არც ერთ მის კონცერტს არ ვტოვებდი. მის სიმღერებზე ვგიჟდებოდი და ასე ვარ დღემდე.
– რას ეძახი გიას?
– მამიკოს.
– ეს მისი სურვილია?
– არა. თვითონ ძალიან თბილი ადამიანია, თვითონაც ასე მოგვმართავს, მამიკო, მამიკო. ჩემი შვილი, ლიკაც თავიდან მამიკოს ეძახდა. ასე რომ მოგვმართავს ყველას, ბავშვმა დაიმახსოვრა (იცინის).
– ყველას ვკითხე და შენ ზუსტად გეცოდინება, რამდენი წლის გახდა შენი მამამთილი?
– 45-ის. მართლა 80 წლის კი არ არის (იცინის). არაჩვეულებრივი მამათილი და ბაბუაა. მე და ნუგას კამათი თუ გვაქვს, ყოველთვის ჩემ მხარესაა. მართლა ძალიან მიყვარს.
– სოფო, როგორც ვიცი, შენ ბანკში მუშაობ. ლიკასთან ძიძაა ამ დროს?
– არა, გიამ ძიძა კატეგორიულად აგვიკრძალა. ლიკა ხან ჩემს მეუღლესთან არის, ხან გიას დაჰყავს რესტორნებში. ბავშვი ისე მიეჩვია უკვე ამ გარემოს, სიმღერა რომ იწყება, ცეკვას იწყებს.
გია სურამელაშვილმა დაბადების დღეზე მოწვეული სტუმრები რესტორანში „სამი საუკუნე“ შეკრიბა და მათ სოლო სიმღერებით უმასპინძლა.






წყარო