ქართველი მაშველების წარმოუდგენელი გმირობა - თბილისის ზღვაზე მათ 14 წლის მოზარდი გადაარჩინეს
- 26/06/19
- 9015 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
რამდენიმე დღის წინ თბილისის ზღვაზე 14 წლის ბიჭი მაშველებმა გადაარჩინეს. მოზარდი ზღვიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს.
„პრაიმტაიმის“ მიერ მოპოვებულ კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ იბრძვიან მაშველები მოზარდის გადასრჩენად - უტარებენ გულის მასაჟს და ხელოვნურ სუნთქვას.
მაშველებმა მოზარდის მდგომარეობიდან გამოყვანა შეძლეს, რის შემდეგაც ბავშვი „პედიატრიულ პრივატ“ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ამჟამადაც განაგრძობს მკურნალობას.
სამედიცინო დაწესებულებაში „პრაიმტაიმს“ განუმარტეს, რომ 14 წლის ბიჭის მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელია და მას მალე ბინაზე გაწერენ.


