სასიხარულო ინფორმაცია - აქციაზე დაშავებული ბიჭი კომიდან გამოვიდა
- 26/06/19
- 2720 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
"დავით ფარადაშვილი კომიდან გამოსულა" - აღნიშნული ინფორმაცია "თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოებაში" რამდენიმე წუთის წინ დაპოსტეს.
დავით ფარადაშვილი აქციის დარბევის ღამეს უმძიმესი დაზიანებებით შეიყვანეს კლინიკაში და ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ახალგაზრდა მამაკაცს პლასტმას-კაუჩუკის ტყვია საფეთქელთან მოხვდა, რამაც თავის ტვინის მძიმე დაზიანება გამოიწვია.
დავით ფარადაშვილი რეგიონულ ჰოსპიტალშია მოთავსებული, მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა.


