"ძლივს მივაღწიე ავტოსტოპით კლინიკამდე..." - ნინო კუზანოვა ვიდეო მიმართვას ავრცელებს

ნინო ნადირაძე-კუზანოვი instagram-ზე ავრცელებს ვიდეოს და რუსებების მუქარას შემდეგი მიმართვით ეხმიანება.

"ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მახსოვს 90-იანი წლები, როდესაც გრაფიკით მოსული დენით თვე-ნახევრის ბავშვს ვაბანავებდით ატმორის ქვეშ.

მახსოვს, როდესაც 2000-იან წლებში რუსებმა გაზი გადაგვიკეტეს გაყინულ სახლში, თირკმელში კენჭის გავლით, დაკრუნჩხული როგორ ვეგდე და ჩემმა სამი წლის ბავშვმა როგორ ამომიტანა პარკეტი ეზოდან, დავანთე ბუხარი და ძლივს შევძელი, რომ ვენაში გამაყუჩებელი გამეკეთებინა.

მუხლამდე თოვლში ძლივს გავედი და ავტოსტოპით მივაღწიე კლინიკამდე. გადავრჩი, არ მოვმკვდარვარ. ჩემნაირად ძალიან ბევრი გადარჩა. ოღონდ ამ რუსებმა თავი დაგვანებონ და მივხედავთ ჩვენ თავს თვითონ. აახვიონ", ამბობს ვიდეოში ნინო ნადირაძე -კუზანოვა.