მონიკა ბელუჩი საქართველოში ჩამოდის

ცნობილი იტალიელი კინოვარსკვლავი, მონიკა ბელუჩი, 19 სექტემბერს საქართველოში ჩამოდის - ინფორმაციას tv25 ავრცელებს. აღნიშნული მედიასაშუალება წერს, რომ სუპერ ვარსკვლავის საქართველოში ჩამოყვანის ორგანიზებას, მსახიობი, ედმონდ მინაშვილი გაუწევს. 
ედმონდ მინაშვილმა აღნიშნა, რომ ცნობილ ვარსკვლავთან მიმოწერა აქვთ, და ამჟამად ჩამოსვლის დეტალები ზუსტდება.

„ძალიან გვინდა, რომ ჩამოვიდეს. ყვეალფერი გადაწყვეტილია. თვითონაც ძალიან დიდი სურვილი აქვს ამის. ჩამოსვლის ამბავი უკვე გადაწყვეტილია, ახლა იმაზე მიდის საუბარი, როგორ შევფუთოთ ეს ყველაფერი. ძალიან გვინდა, რომ ყველაფერი კარგად გამოვიდეს, აქაურობა გავაცნოთ. შესაძლოა მის ვიზიტს რაიმე საქველმოქმედო ხასიათიც ჰქონდეს, მოკლედ ჯერჯერობით დეტალები ზუსტდება", - განაცხადა მინაშვილმა და აღნიშნა, რომ აპირებს ცნობილი მსახიობი საკუთარი ფილმის „შინდისის გმირების" გადასაღებ მოედანზეც მიიპატიჟოს.

ედმონდ მინაშვილმა მონიკა ბელუჩი, კანში გაიცნო და საქართველოშიც მაშინ მოიწვია.