
დევიდ ბექემს, რომელმაც საკუთარ ქალიშვილს საჯაროდ ტუჩებში აკოცა შესაძლოა უჩივლონ
- 28/06/19
- 2429 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

დევიდ ბექჰემი უკვე მერამდენედ ხდება კრიტიკის ობიექტი სოციალური ქსელის მომხმარებელთა მხრიდან. მიზეზი კი ისევ და ისევ 7 წლის ქალიშვილთან, ჰარპერთან გადაღებული ფოტოა, სადაც ის შვილს ტუჩებში კოცნის. ამჯერად დევიდი ფეხბურთში ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონატს დაესწრო და ნორვეგიასა და ინგლისს შორის დაპირისპირებას ქალიშვილთან ერთად ადევნებდა თვალს.
დევიდის და ჰარპერის კოცნის თბილი ფოტო სწორედ მატჩის დროსაა გადაღებული. ამ ტიპის ფოტოები დევიდ ბექჰემისთვის უცხო არაა. ის ამბობს, რომ ეს მათ განსაკუთრებულ ურთიერთობაზე მიუთითეს. სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ფეხბურთელის მხრიდან არაეთიკური საქციელია.