ახალგაზრდა ბიჭი საკუთარი ქორწილის მეორე დღეს გარდაიცვალა

ახალზელანდიელი ნავარ ჰერბერტი ქორწილის მეორე დღეს დაიღუპა. საზეიმო ცერემონიამდე 9 თვით ადრე ექიმებმა მას  თავის ტვინის სიმსივნე დაუდგინეს. 22 წლის ჰერბერტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად უარესდებოდა.

როცა ექიმებმა სიცოცხლის გაგრძელებაზე იმედი გადაუწურეს, მან თავის მეგობარს, მაია ფალვასერს ხელი სთხოვა.

საქორწინო ცერემონია ავსტრალიის ქალაქ გოლდ-ქოსთში, სანაპიროზე ჩატარდა. მას წყვილის მცირეწლოვანი ვაჟიც ესწრებოდა.

ჰერბერტი მეორე დღეს დაიღუპა. ოჯახი ახლა მისი საბოლოო სურვილის შესრულებას აპირებს - დაკრძალოს ის ახალ ზელანდიაში.

„დღეს მე ძალიან მძიმე დღე მაქვს - დავკარგე საუკეთესო მეგობარი, მეუღლე და ჩემი შვილის მამა“, - ამის შესახებ ფალვასერმა მისი მეუღლის ტრანსპორტირებისთვის თანხის შესაგროვებლად შექმნილ გვერდზე დაწერა. მან მადლობა გადაუხადა ნათესავებსა და მეგობრებს მხარდაჭერისთვის.