
ლგბტ-ების მოწინააღმდეგე პოლიტიკოსს კაცთან სექსის დროს გადაღებული ფარული ჩანაწერები გამოუქვეყნეს
- 02/07/19
- 1202 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ამერიკის შტატის , ოჰაიოს კანონმდებელი, უეს გუდმენი, რომელიც გამუდმებით იმეორებდა საზოგადოებაში ქრისტიანული ღირებულებების შესაბამისად ცხოვრების აუცილებლობასა და ანტი-ლგბტ შეხედულებების შესახებ, გადადგა დაკავებული თანამდებობიდან მას შემდეგ, რაც მას წაუსწრეს მის ოფისში მამაკაცთან სექსის დროს.
გუდმენი წარმოადგენს რესპუბლიკურ პარტიას და იგი დაქოწინებულია ქალზე, რომელიც არის აბორტის წინააღმდეგ მიმართული ყოველწლიური ღონისძიებების ორგანიზატორის თანაშემწე. პოლიტიკოსი , რომელსაც მთელი თავისი პოლიტიკური კარიერა აგებული ჰქონდა ქრისტიანულ ცხოვრების წესსა და მსოფლმხედველობაზე, ბუნებრივ მოვლენად კი მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ქორწინებას მიიჩნევდა , მომხდარის გამო იძულებული გახდა, დაეტოვებინა დაკავებული თანამდებობა