რუსთავში 21 წლის ბიჭი ავტომობილით ხევში გადაიჩეხა
- 03/07/19
- 1127 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ახალგაზრდა რუსთაველი მამაკაცი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვედრის შემდეგ კლინიკაში იყო ჰოსპიტალიზირებული, გარდაიცვალა.
21 წლის ვარლამ წინწალაშვილი კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსში" 11 ივნისს მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. შეგახსენებთ რომ, ავტომობილს, რომელსაც ის მართავდა, ხევში გადავარდა. შემთხვევა რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოხდა.
მანქანაში 2 მამაკაცი იმყოფებოდა. ვარლამ წინწალაშვილის თანმხლებ პირს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა, 21 წლის რუსთაველი ახალგაზრდა კი კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსში" სიკვდილს 21 დღის განმავლობაში ებრძოდა.