ქუთაისში სკოლის ეზოში მთიბავებმა გვამი იპოვეს - "ცხედარს ქალის ტუფლი ეგდო გულზე..."
- 07/07/19
- 1902 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ქუთაისში, 29-ე საჯარო სკოლის ეზოში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
როგორც ადგილობრივები ,,ტოპნიუსთან” ყვებიან, აღნიშნულ ტერიტორიაზე ბოლო პერიოდში არასასიამოვნო სუნი იგრძნობოდა. ცხედარი დილის საათებში იპოვეს, როდესაც მთიბავები სკოლის ტერიტორიას ასუფთავებდნენ.
-არ ვიცით ვინაობა. როგორც ჩანს, დიდი ხნის გარდაცვლილია, სახეზე მიცვალებულის ამოცნობა შეუძლებელია, – აცხადებენ ,,ტოპნიუსთან” ადგილობრივები.
უცნობია რა ვითარებაში გარდაიცვალა შუახნის კაცი.
,,პალიტრავიდეოსთან” კი ადგილობრივი მცხოვრები ყვება:
-ბევრი ხალხი იყო, პოლიციაც იყო მოსული, ეზოში იპოვეს. ამბობენ, რომ ეს კაცი იყო შარვალ-კოსტიუმში დამარხული, არ ჰქონდა სახე, ცალი ხელი ჰქონდა, ცალი არ ჰქონდა და გულზე ,,ტუფლი” ედო ქალის.
-დამარხული რას ნიშნავს?
– ერთ მეტრზე იყო მიწა ამოთხრილი და მიწა ეყარა ზემოდანაც და ძაღლებმა ამოთხარეს.
-შეიძლება აქ მოიყვანეს და დამარხეს?
-რა ვიცი, შეიძლება.
.შსს-მ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.
პალიტრავიდეო, ტოპნიუსი


