შინაგან საქმეთა სამინისტრო "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს

გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წინ მიმდინარე აქციას. ადგილზე მართლწესრიგის დასაცავად იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. პოლიცია უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას აქციის მიმდინარეობისას, ისე ტელეკომპანიის და მისი თითოეული თანამშრომლის უსაფრთხოებას.