კახა კალაძე საგანგებო მიმართვას ავრცელებს
- 08/07/19
- 9049 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ჩვენ ვამაყობთ,რომ 2012 წლიდან მოყოლებული გვაქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება.ცხადია,ამ პროგრესს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ ეგუებიან და ყველა საშუალებით ცდილობენ სიტუაციის არევას.
ჩვენ გვაქვს შეცდომები ამ განვითარების რთულ გზაზე,უშეცდომო არავინაა. დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება,კანონმორჩილების დამკვიდრება და ანგარიშვალდებულება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან,ასევე პარტნიორებთან,უადვილებს სხვადასხვა დესტრუქციულ ძალას ამ პროცესში არეულობის შეტანას.
ბოლო პერიოდში მომრავლებული პროვოკაციების რეკორდი მოიხსნა გუშინ. თუმცა,აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ უმსგავსო საქციელის გამო კერძო არხის დახურვის მოთხოვნის დაყენება სწორი არ არის!ეს არის სწორედ ის,რაც ამ დესტრუქციულ ძალებს სურთ.
ეს პროვოკაცია სწორედ ამისკენ იყო მიმართული,რომ საზოგადოების იმპულსური პროტესტი რამენაირად მედიაზე ზეწოლად გაესაღებინათ.
ჩვენი-მოქალაქეების და ხელისუფლების გამოწვევაა,როგორც ვიცავდით წესრიგს და გამოხატვის თავისუფლებას რუსთაველის პროსპექტზე ამ ბოლო დღეების მანძილზე,ეს მოცემულობა შევინარჩუნოთ.
არ მივცეთ სხვადასხვა მოთხოვნებით გამოსულ მომიტინგეებს დაპირისპირების და რაც მთავარია, კანონდარღვევის საშუალება.
მეგობრებო,ნორმალურ საზოგადოებაში,ქვეყნის მოყვარული ადამიანები თავისი სიტყვის თავისუფლებას სხვისი თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე არ იცავენ.
ნუ გავახარებთ შინაურ თუ გარეულ მტერს !