ამ წუთებში სავაჭრო ცენტრ "ქარვასლაში" გამნაღმველები მუშაობენ

თბილისში, დადიანის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“ მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ევაკუაციიის მიზეზი შენობაში განმაღმველების შესვლა გახდა. მათივე განცხადებით, ტერიტორია დაცლილია, როგორც მომხმარებლების, ასევე პერსონალის მხრიდან.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, შენობაში ასაფეთებელ მოწყობილობას ეძებენ.