"იმიტომ მომწონს გახარია, რომ კაცია და ყვერებ***ა"

ნინელი ჭანკვეტაძე და ქეთი დოლიძე ახალი მისიით ბრუნდებიან. "ოცნების" ვეტერანი მხარდამჭერები ქუჩაში გამოსულ ახალგაზრდებს უპირისპირდებიან.

 

ქეთი დოლიძე მტრად აცხადებს ყველას, ვინც გახარიას გადადგომას ითხოვს. ნინელი ჭანკვეტაძე კი გახარიაზე დამულ კითხვებს გაურბის. ნინელი ჭანკვეტაძემ 7-ჯერ დასმული კითხვა აიცილა და გახარიას კრიტიკას 20 ივნისის სისხლიანი მოვლენების მიუხედავად, მაინც მოერიდა.

90-იანების თბილისური ელიტა ახლა ბიძინა ივანიშვილისთვის ხელოვნური სუნთქვასავით არის. ხელისუფლების დამცველთა მოწინავეთა რიგებში ეკა ჭიჭინაძეა. ის მსახიობ სოფიკო ჭიაურელის რძალი და ბიძინა ივანიშვილის მეგობრის, ნიკუშა შენგელაიას მეუღლე.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერების დიდი ნაწილი სოციალურ ქსელში იბრძვის გახარიას დასაცავად, თუმცა ერიდება კონტაქტს ჟურნალისტებთან.