
"ნორმალური დედა შვილის საფლავს სურათს უნდა უღებდეს და ფეისბუქზე დებდეს, არ შეიძლება..."
- 14/07/19
- 17331 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

სრული სისულელე ალბათ ან გამოშტერების პიკი,რაც მჭირს.არ შეიძლება ნორმალური დედა შვილის საფლავს ფოტოს უღებდეს და აქ დებდეს,მაგრამ სულ შენს ფოტოებს რომ ვდებდი,მეტჯერ სად გადაგიღო დეო?ეს შენი ბოლო კადრია ჩემი ხელიდან...შენი და ჩემი ნავთსაყუდელი.ადგილი, სადაც ერთად უნდა ვიყოთ.ადგილი, სადამდე გზაც უნდა გავიზეპირო,ვიმეორო და ვიმეორო გოჯ-გოჯ ისე,თვალის ჩინი რომ წამერთვას დეე,მაინც მოგაგნო და მოვეფერო ქვას,რომელზეც შენ მყავხარ...მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს დეო(მე ათასს გისრულებდი),მიშველე რაც შეძლო, ისე მალე....