
თუ ამ თბილისური სადარბაზოს კარს შეაღებთ, ჯადოსნურ სამყაროში აღმოჩნდებით...
- 2015-01-29 19:24:11
- 8074 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

თუ აღმაშენებლის გამზირზე გაისეირნებთ და კარგად დააკვირდებით სახლებს, ერთ-ერთი მათგანი თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს. მიუხედავად სიძველისა, მას თავისი ხიბლი არ დაუკარგავს და დღემდე თბილისის არქიტექტურის გამორჩეულ ნიმუშად ითვლება. თუ ამ სახლის სადარბაზოს კარს შეაღებთ, სრულიად სხვა სამყაროში აღმოჩნდებით...
ცნობილი მეცენატი და საზოგადო მოღვაწე ერასტი ჭავჭანიძე, რომელიც პირველი გილდიის ვაჭარი გახლდათ, ფულს წლების მანძილზე აგროვებდა, რომ ოცნება აეხდინა. 1903 წელს, მაშინდელ მიხეილის გამზირზე ულამაზესი სახლი ააშენა, სადაც ამჟამად მისი შვილიშვილი, თამარ ჭავჭანიძე ცხოვრობს.
უნიკალური სახლი, რომელიც თბილისის არქიტექტურულ ძეგლთა სიაშია შესული და არამარტო დედაქალაქის, ქვეყნის ეროვნულ სიმდიდრეს წარმოადგენს, ნელ-ნელა ნადგურდება. თუ სასწრაფოდ არ იქნა მიღებული ზომები, მალე მხოლოდ ფურცლები შემოინახავს ამ სახლის ისტორიას - სახლის.... სახლის, რომელმაც საუკუნეს გაუძლო...