იურიდიული მომსახურება ბიზნესისთვის - წინსვლისა და წარმატების პერსპექტივა!

თანამედროვე სამყაროში უამრავი სახის ბიზნესი თუ დაწესებულება იქმნება. სწორედ ამიტომ, დინამიურად განვითარებათ ინდუსტრიულ იმპერიებს ლეგალური სისტემა საკმაოდ არაზუსტად და შენელებული ტემპით ცდილობს დაეწიოს. ზოგიერთ სფეროში საკანონმდებლო სისტემა სრულიადაა გათვითცნობიერებული და ახლებულ სტარტაპებსა თუ კერძო პირის ცხოვრების წესს ადვილად უწყობს ფეხს, თუმცა ხშირად ახალი სფეროებისა და ინდივიდების მიერ ჯერ კიდევ მიუწვდომელი მწვერვალების დაპყრობის მცდელობები დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს ლეგალურ სისტემას. იურიდიული მომსახურეობის წყალობით თქვენ შეძლებთ თავიდან აიცილოთ მაგალითად ისეთი პრობლემები, რომლების არსებობისა და ლეგალური წყაროების შექმნის შესახებაც კი ჯერ კიდევ არავინ იცის საზოგადოდ. ხშირად ასეთ მნიშვნელოვან, თუმცა სპეციფიურ ასპექტებზე და კანონში შეტანილ სხვადასხვა სახის ცვლილებებზე სრული და კვალიფიციური წარმოდგენა პროფესიონალური ორგანიზაციების თანამშრომლებს აქვთ. შესაბამისად, ასეთი ადამიანების პოვნა და მათი სერვისებით სარგებლობა ყველაზე უფრო მომგებიანი იქნება თქვენთვის, რის გამოც ასეთი მიდგომის ჩამოყალიბების წესები უნდა გაითვალისწინოთ: კარგად ჩამოაყალიბეთ რა არის თქვენი ლეგალური პრობლემა. სანამ დაიწყებთ ინფორმაციის მოძიებასა და დახმარების საშუალებების შერჩევას თქვენი პრობლემის მოსაგვარებლად, უნდა შეგეძლოთ იმის ახსნა, თუ რაში საჭიროებთ დახმარებას კონკრეტულად. ოჯახთან დაკავშირებულ იურიდიულ პრობლემას სრულიად სხვა პასუხი ექნება და კონტრაქტთან დაკავშირებულ სირთულეებს სრულიად სხვა, ამიტომ კარგად უნდა იცოდეთ რას ეძებთ.

  • ხომ არ მიგიღიათ ლეგალური საბუთები სასამართლოსგან. თუკი ასეა, უნდა გაარკვიოთ ვინ გიჩივით და რა სურთ მას. ეს შეიძლება იყოს ბიზნესი, რომელიც გადაუხდელი ინვოისის ანაზღაურებას გთხოვთ, ან თქვენი ნაქირავები ტერიტორიის პატრონი, რომელსაც სურს მისი საკუთრება დაცალოთ.
  • ზოგიერთი ხშირი ლეგალური პრობლემა მოიცავს განქორწინებას, ბავშვის აღზრდისა და ვიზიტის უფლებებზე დავას, ბიზნესის პრობლემებს და ა.შ მზად უნდა იყოთ იმის აღმოსაჩენად, თუ ვისთან გიწევთ იურიდიულ დავაში ჩართვა.
  • არ ინერვიულოთ იმაზე, თუკი ყველაფერს ზუსტად ვერ გაარკვევთ. თქვენი ადვოკატი ინტერვიუს დროს ყველა საჭირო დეტალს გამოგკითხავთ და თვითონ ჩამოაყალიბებს დიდ სურათს, თუმცა მას საწყისი წერტილი თქვენ უნდა უჩვენოთ.

იფიქრეთ თქვენს რესურსებზე. ლეგალური სერვისები მოიცავს ფართო სპექტრს და ითვალისწინებს როგორც ღარიბი ადამიანების დასახმარებლად გათვლილი ცვალებადი ანაზღაურების მქონე სერვისებსაც, ისე ფიქსირებული საათობრივი ანაზღაურების მქონე ადვოკატების მომსახურებასაც. უნდა შეიქმნათ იმის წარმოდგენა, თუ რისი გადახდისთვის ხართ მზად კონკრეტული ლეგალური მომსახურეობის მიღების სანაცვლოთ. ეს თანხა შეიძლება მერყეობდეს სხვადასხვა დონის იურიდიული პირების მიხედვით, რომლებსაც კერძო სექტორში მუშაობისას ასევე შეუძლიათ მოითხოვონ წინასწარი რეპრეზენტირების თანხა, თქვენი საქმის სირთულიდან გამომდინარე. საჯარო ლეგალურ სერვისებს გააჩნიათ ფიქსირებული შემოსავლის ზღვარი, თუმცა მათი კომპეტიციისა და დაკავებულობის გამო ეს არც ისე იდეალურ გამოსავალს წარმოადგენს. განსაზღვრეთ დროის ფანჯარა. რაც უფრო ადრე დაიწყებთ ლეგალური პრობლემის შესახებ ინფორმაციისა და საჭირო დახმარების სერვისის ძებნას, უფრო მეტი დრო გექნებათ საუკეთესო რესურსების საპოვნელად თქვენი სიტუაციისათვის. არ მოიცადოთ ბოლო წუთამდე. მაგალითად, თუკი მიიღებთ უწყებას იმის შესახებ, რომ სასამართლოში ხართ დაბარებული საჩივრის საფუძველზე, არ მოიცადოთ რამდენიმე დღე და არ უყუროთ მხოლოდ გამოცხადების თარიღს, დაიწყეთ ლეგალური სერვისების ვარიანტების განხილვა უწყების მიღებისთანავე. როგორ უნდა აირჩიოთ შესაბამისი ადვოკატი? ადვოკატის არჩევა და ზოგადად ლეგალური სერვისების შერჩევა ნებისმიერი სხვა პროდუქტის ყიდვის გადაწყვეტილებას ჰგავს: ჭკვიანი კლიენტი ყოველთვის საჭირო დონის კვლევას ატარებს პროდუქტის შესახებ და შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას. ეს არის რამდენიმე რჩევა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება შეარჩიოთ კარგი ადვოკატი: ჩაუტარეთ კანდიდატებს ინტერვიუები ერთ–ერთი საუკეთესო გზა ადვოკატის შესაძლებლობების შეფასებისთვის მასთან ინტერვიუს ჩატარებაა. ადვოკატების უმრავლესობა საწყის კონსულტაციას, როელიც საშუალოდ 1 საათს გრძელდება, უფასოდ ატარებს. ეს ის კითხვებია, რომელზეც ასეთ დროს უნდა მიიღოთ პასუხი:

  • რა სახის გამოცდილება აქვს ადვოკატს იმ საკითხში, რომელიც თქვენს პრობლემას წარმოადგენს?
  • რამდენი ხანია რაც იგი პროფესიონალურ საქმიანობას ეწევა?
  • რა არის მისი წარმატების პროცენტული მაჩვენებელი?
  • მისი საქმეების რა ნაწილი ეთმობა თქვენი პრობლემის კატეგორიის საკითხების მოგვარებას?
  • აქვს თუ არა მას რაიმე სახის სპეციალური ნიჭი ან სერთიფიკატი?
  • როგორია მისი ანაზღაურების სისტემა და რა სტრუქტურით წარმოებს იგი?
  • ვინ იმუშავებს მასთან ერთად თქვენ საქმეზე და როგორია მათი წარმატების ისტორია?
  • რა დამატებითი ხარჯები იქნება მასთან მუშაობის პროცესში?
  • რა სიხშირით მოგიწევთ თანხის გადახდა?
  • შეუძლია თუ არა ადვოკატს წარმოგიდგინოთ სხვა კლიენტების რეკომენდაციები?
  • როგორ მოახდენს ის თქვენს ინფორმირებას ლეგალური სერვისის პროცესების მიმდინარეობის შესახებ?

ასევე კარგად დაიმახსოვრეთ, რომ მაღალი საფასური ყოველთვის არ უდრის მაღალი ხარისხის ადვოკატს. თუმცა, ასევე დაბალი დონის საფასური შეიძლება ხშირად მისი პროფესიონალიზმის საკითხში პრობლემებსა და არაკომპეტენტურობაზე მიანიშნებდეს, გამოუცდელობასთან ერთად. ესტუმრეთ ლეგალური კონსულტანტების ოფისს თქვენ შეგიძლიათ იურიდიული სფეროს წარმომადგენელზე ბევრი რამის თქმა იმის მიხედვით, თუ როგორ ოფისში მუშაობს იგი. სთხოვეთ თქვენს ადვოკატს ან სხვა იურიდიულ პირს მცირე დროით მის ოფისში შეხვედრა და დაათვალიერეთ საკონფერენციო ოთახისა და ოფისის გარდა ზოგადი სივრცეც. გამოიყურება თუ არა მათი სამუშაო სივრცე ორგანიზებულად და კარგად მართული ორგანიზაციის საკუთრებად? არის თუ არა ოფისის დიდი ნაწილი დაუკავებელი? ყურადღება მიაქციეთ ისეთ წითელ ნიშნებს, როგორიცაა ქაღალდების არეულობა და ჭუჭყი, უბედური თანამშრომლები და ცარიელი ოფისები. ასეთი მარტივი და საჭირო ნაბიჯების გადადგმით, თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის შესაფერისი და პროფესიონალი იურიდიული პირი ან ფირმა, რომელიც თქვენს საჭიროებებს იდეალურად დააკმაყოფილებს და მომავალი პრობლემებისგანაც უპრობლემოდ დაგიცავთ. იურიდიული მომსახურება ზოგადად საკმაოდ რთული და მნიშვნელოვანი საკითხია ნებისმიერი სახის კერძო პირისა თუ ბიზნესისათვის, სწორედ ამიტომ თუკი გსურთ თქვენი მომავალი სანდო ხელებში მოათავსოთ და კომპანიის ქონის შემთხვევაში მისი განვითარების სტრატეგიის შეფერხება თავიდან აირიდოთ, აჯობებს ისეთ პროფესიონალურ კომპანიებთან ითანამშრომლოთ, როგორიც მაგალითად იურიდიული მომსახურების სრული პაკეტის შემომთავაზებელი ლოიალტეა.

ასეთ პროფესიონალურ კომპანიებს შეუძლიათ გაგიწიონ დახმარება ისეთ საკითხებში, როგორიცაა მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანი და სამომავლოდა გადამწყვეტი კონსულტაცია ბიზნესის დაწყებასთან დაკავშირებით. ასევე, რაც ყველაზე უფრო დიდად წაადგება ნებისმიერი სახის იურიდიულ პირსა თუ მის მფლობელობაში არსებულ კომპანიას, არის საკორპორაციო სამართალთან დაკავშირებული ძალიან საჭირო და გამოსადეგი ისეთი სერვისების მიღება, როგორიცაა კომპანიის წესდეა, სადამფუძნებლო დოკუმენტების მომზადების უზრუნველყოფა და ნებისმიერი ამის მსგავსი სხვა კორპორატიული დოკუმენტებით უზრუნველყოფაც. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ზოგადად იურიდიული მომსახურების მიღება ძალიან ზოგადი ცნებაა და ყველასთვის სრულიად განსხვავებულ რამეს შეიძლება ნიშნავდეს. თუმცა, როგორც წესი ასეთი პროფესიონალური კომპანიები კლიენტებს სთავაზობენ უმაღლესი კლასის ისეთ სერვისებს, როგორიცაა სახელშეკრულებო სამართალთან და საბანკო ურთიერთობებთან დაკავშირებული ძალიან საჭირო და გამოსადეგი კონსულტაციები. ამასთანავე, კონსულტაციების სერვისები ითვალისწინებს სესხის მიღება–გაცემის საკითხთან დაკავშირებულ თემატიკასა და აქტივების ყიდვა–გაყიდვის შესახებ კონსულტაციებსაც. თუმცა, კონსულტაციების გარდა შეგიძლიათ მიიღოთ ისეთი სახის მომსახურებაც, როგორიცაა მაგალიტად სამუშაო აღწერილოებისა და შრომის შინაგანაწესის შემუშავება, თანაც ასეთი კომპანიის გამოცდილი თანამშრომლებისთვის არც შრომითი ხელშეკრულების შედგენის სერვისის მოწოდება იქნება რთული დავალება. რაც მთავარია, ლოიალტეს მსგავსი კომპანიები წარმოადგენენ იდეალურ გამოსავალს იმ დროს, როდესაც გჭირდებათ წარმომადგენლობა სასამართლოში, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.