მამა 10 წლის შვილს ცოცხლად მარხავდა


მამამ მიწაში ნახევრადჩამარხულ გოგონას კალათა გადააფარა და საქმის გაგრძელება მოგვიანებით გადაწყვიტა.
ინდოეთის შტატ ტრიპურაში, პოლიციამ შვილის ცოცხლად დამარხვის მცდელობის ბრალდებით, მამა დააკავა.
როგორც გაირკვა, აბულ ჰუსეინი შვილის სქესით იყო უკმაყოფილო.

მამას მთელი ცხოვრება ბიჭი უნდოდა და გოგოსთან შეუგუებლობის გამო, მისი ცოცხლად დამარხვა გადაწყვიტა.

მეზობლების თქმით, პოლიციას მას შემდეგ გამოუძახეს, რაც ბავშვის დედამ შენიშნა, რომ ჰუსეინი სახლის უკან მიწას თხრიდა იქვე კი ხელ-ფეხშეკრული გოგონა იწვა. როგორც აღმოჩნდა, გოგონას დედა სახლში არ იმყოფებოდა. მისი დაბრუნებისა კი, მამამ მიწაში ნახევრადჩამარხულ გოგონას კალათა გადააფარა და საქმის გაგრძელება მოგვიანებით გადაწყვიტა.

სამართალდამცავების ოპერატიულობამ გოგონა სიკვდილს გადაარჩინა.

მამა პოლიციამ დააპატიმრა, მანამ კი აღშფოთებულმა მეზობლებნა აბულ ჰუსეინი სასტიკად სცემეს .

გოგონას რამდენიმე დღის გატარება საავადმყოფოში მოუწია. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია. დედა-შვილის სიცოცხლეს ნათესავები იცავენ.



წყარო