ძლიერი წვიმა, ქარი და 5 ბალიანი შტორმი - რა სტიქიებია საქართველოში მოსალოდნელი?
- 25/07/19
- 1907 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 ივლისიდან 26 ივლისის დილის საათებამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ჩრდილო-მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება.
მათივე ცნობით, ზღვაზე მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.