რატომ და სად გაქრნენ ციცინათელები?
- 29/07/19
- 7136 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ალბათ, თქვენს გონებაში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი მოგონებები ციცინათელების შესახებ. ბავშვობაში ამ მანათობელი მწერების დევნაში ყველას უამრავი დრო გვაქვს გატარებული.
ალბათ, იმასაც შეამჩნევდით, რომ ბოლო დროს ციცინათელები უბრალოდ აღარ ჩანან, ისინი თითქოს სადღაც გაქრნენ.
მეცნიერები ამ ფაქტით თქვენსავით შეშფოთებულები არიან. ბუნებაში ციცინათელების რაოდენობა ძალიან სწრაფად იკლებს. ფუტკრებთან ერთად გადაშენების საფრთხე ციცინათელებსაც ემუქრებათ. The New York Times-ში დაბეჭდილი სტატიის მიხედვით ციცინათელების პოპულაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით მცირდება.
რა არის ამის მიზეზი?
ციცინათელების პოპულაციის სწრაფი კლება ისევ და ისევ ადამიანის ჩარევის გამო ხდება. ციცინათელები გასამრავლებლად და საცხოვრებლად გახრწნის პროცესში მყოფ ხეებს იყენებენ, მზარდი ურბანიზაციის გამო კი მათი საცხოვრებელი გარემო დღით დღე ნადგურდება.
ციცინათელებისთვის ხელოვნური სინათლის წყაროები უდიდეს საფრთხეს შეიცავს, რადგან ისინი ციმციმს პოტენციური მეწყვილეების მისაზიდად იყენებენ, ხოლო ხელოვნური სინათლეები კი მათი გამრავლების პროცესს ხელს უშლის.
თუ თქვენ ქალაქგარეთ, ეზოიანი სახლში ცხოვრობთ, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ ციცინათელებს დაეხმაროთ. ამისთვის საჭიროა ეზოდან ხის ნარჩენებისა თუ ფოთლების გატანა არ იჩქაროთ, ან პატარა აუზი გააკეთოთ, რითაც ციცინათელებს მოიზიდავთ. ციცინათელების გამრავლებას ხელს ისიც შეუწყობს, თუ ხელოვნური განათებისა და პესტიციდების გამოყენებას შეზღუდავთ.