31 წლის რუსთაველმა ქალმა პოლიციელები და ექიმები სცემა
- 29/07/19
- 1763 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
VII მიკრორაიონის მაცხოვრებლები "ინფო რუსთავთან" ამბობენ რომ მათ ახალგაზრდა ქალი ერთერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში უგონო მდგომარეობაში ნახეს. ადგილობრივებმა გადაწყვიტეს რომ ქალს დახმარებოდნენ და გონზე მოეყვანათ. ქალი რამდენიმე წუთში გონზე მოვიდა თუმცა არ იყო ადეკვატური, რის შემდეგაც ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები გამოიძახეს.
პოლიციელების და ექიმების დანახვაზე ქალი კიდევ უფრო აგრესიული გახდა, მან ექიმებს და პატრულის თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
მოგვიანებით პაციენტი კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.
არსებული ინფორმაციით ქალს გაურკევევლი სახეობის ნარკოტიკული ნივთიერება ჰქონდა მიღებული.