ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ოფიციალურად მღვდელმსახური გახდა
- 30/07/19
- 4479 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
პოლიტიკური პარტია გირჩის მიერ დაფუძნებულმა რელიგიურმა ორგანიზაციამ, TV პირველის ჟურნალისტსა და გადაცემა რეაქციის წამყვანს, ინგა გრიგოლიას, მღვდელთმსახურის წოდება მიანიჭა. ამის შესახებ ფეისბუკზე ინფორმაციას გირჩის წევრი იაგო ხვიჩია ავრცელებს.
“თავისუფლების საპატიო მქადაგებელი ინგა გრიგოლია” – წერს ხვიჩია.
მოწმობის მიხედვით, ინგა გრიგოლიას, ბიბლიური თავისუფლების ეკლესიის სახელით, ქადაგების უფლებამოსილება მიენიჭა.