მსოფლიოში უკანასკნელები (9 ფოტო)


1. მსოფლიოში უკანასკნელი საჯარო დასჯა გილიოტინაზე.

img

1977 წელს ტუნისელი ემიგრანტი, ჰამიდა ჯანდოუბი (რა საგულისხმო გვარი ჰქონია, საცოდავს) გახდა უკანასკნელი ადამიანი, რომელმაც სიცოცხლე ფრანგულ გილიოტინაზე დაასრულა. იგი სასამართლომ დამნაშავედ სცნო საკუთარი შეყვარებულის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში. განაჩენი სისრულეში მოიყვანეს მარსელში. 1981 წელს საფრანგეთმა სასჯელის უმაღლესი ზომა გააუქმა;







2. მსოფლიოში უკანასკნელი მატრიარქატული საზოგადოება

img

ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთით, მაღალ მთებში ცხოვრობს მოსუოს ტომი, უფრო კარგად ცნობილი, როგორც მსოფლიოში უკანასკნელი მატრიარქატული საზოგადოება. ცივილიზაციისგან მოშორებით, სოფელში, დაახლოებით, 40 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ამ ''ქალთა სამეფოს'' ენაში საერთოდ არ არსებობს სიტყვები: ''ქმარი'', ''მამა'' და ასე შემდეგ. გადაწყვეტილებებს მოსუოს ტომში მხოლოდ მშვენიერი სქესის წარმომადგენლები იღებენ. მიწისა და სახლის პატრონებიც სწორედ ქალები არიან. რაც ყველაზე მთავარია, ტომში მოქმედებს ''სასეირნო ქორწინება'', რაც იმას ნიშნავს, რომ 13 წლიდან ქალს შეუძლია, ნებისმიერი რაოდენობის მამაკაცი აირჩიოს და სექსუალური ცხოვრება ათობით და ასობით პარტნიორთან ჰქონდეს, სადამდეც დრო და ძალები ეყოფა. ბავშვებს სოფელში მხოლოდ ქალები ზრდიან. ამასთან, მამაკაცს სუსტი სქესის ყველა წარმომადგენელი ''ბიძიას'' ეძახის, რადგან მამობა მოსუოს ტომში განხილვის საგანი არასოდეს ყოფილა;








3. მსოფლიოში ბოლო ტელეგრაფი

img

ამ ზაფხულს ინდოეთში დაიკეტა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტელეგაფის სააგენტო. ტელეგრაფის დაკეტვის გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო ტელეკომუნიკაციების განვითარების გამო. ის ვეღარანაირ კონკურენციას ვერ უწევდა ინტერნეტს ამიტომაც... 2013 წლის 14 ივლისს ბოლო ტელეგრამა გაიგზავნა ინდოეთში.







4. მსოფლიოში უკანასკნელი გიგანტური კუ

img


ეს ''უკანასკნელი მოჰიკანი'' ''მარტოხელა ჯორჯის'' სახელითაა ცნობილი. მისი ასაკი 90-დან 100 წლამდე მერყეობს და, სავარაუდოდ, 150 წლამდე იცოცხლებს. ''ახალგაზრდობის წლებში'', სამწუხაროდ, ''მარტოხელა ჯორჯმა'' ვერც ერთი კვერცხი ვერ გაანაყოფიერა. ამდენად, მსოფლიოში იგი მარტოდ-მარტო დარჩა, დანარჩენი კი გადაშენდა;







5. მსოფლიოში უკანასკნელი ხელით დაწერილი გაზეთი

img

ყოველდღე ინდოეთის ქალაქ ჩენაიში ხელით დაწერილი გაზეთი გამოდის. ''მუსალმანი'' - საღამოს გაზეთია და ოთხი გვერდისგან შედგება. ხელით მხოლოდ პირველი ეგზემპლარი მზადდება, დანარჩენს კი, როგორც ამბობენ, აქსეროქსებენ.
''მუსალმანი'' შედგება ქვეყნისა და ადგილობრივი ინფორმაციებისგან და ასევე, სპორტული გვერდისგან. ტრადიციულად, გაზეთის გარკვეულ ნაწილს სუფთას ტოვებენ, რათა იქ ბოლო მომენტში მომხდარი ექსტრემალური ამბავი დაიტანონ.







6. მსოფლიოში უკანასკნელი ადამიანი, რომელიც შავი ჭირით დაიღუპა

img[facebook]

1979 წელს აღმოაჩინეს დაავადების საწინაღმდეგო წამალი, მანამდე კი ამ დაავადებით ბევრი ა დამიანი კვდებოდა დიდი ხნის განმავლობაში.
ვირუსით ბოლო დაავადებული მსოფლიოში რახიმ ბანუ აღმოჩნდა. 1975 წლის ოქტომბერში, როდესაც ის დაავადდა ის სულ რაღაც 2 წლისა იყო, მაგრამ მალევე უშველეს მას და თვრამეტი წლის ასაკში ის გათხოვდა, ეყოლა 4 შვილი და თავს დღესაც კარგად გრძნობს.
სამწუხაროდ ჟანეტ პარკერი გახდა შავი ჭირის ბოლო მსხვერპლი, ის გახლდათ სამხედრო-სამედიცინო უნივერსიტეტის ფოტოგრაფი, ის დაავადდა ლაბორატორიაში და 1978 წელსვე გარდაიცვალა.








7. ჰიტლერის დაცვის უკანასკნელი წევრი.

img


ეს ფიურერის დაცვის ერთადერთი ცოცხლად გადარჩენილი წევრი როხუს მიში იყო, რომელიც 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან ბერლინის ბუნკერში ჰიტლერის სიკვდილი დაამოწმა. ის ფიურერის მცველად 1940-1945 წლებში მუშაობდა. იგი ჰიტლერის სატელეფონო ზარებს პასუხობდა და მის სხვადასხვა დავალებას ასრულებდა. მათ შორის, იყო კურიერი.
როხუს მიში 1945 წლის 30 აპრილს ბუნკერში იმყოფებოდა, როცა ჰიტლერმა და მისმა მეუღლემ, ევა ბრაუნმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს. მიში და დაცვის სხვა წევრები თვითმკვლელობის შემდეგ ოთახში პირველები შეცვივდნენ. მიში საბჭოთა ჯარისკაცებმა ტყვედ აიყვანეს. მან ბანაკში 9 წელი გაატარა. სამშობლოში დაბრუნების ნება მხოლოდ 1954 წელს დართეს.

2008 წელს გამოვიდა მისი მემუარული წიგნი სათაურით: „უკანასკნელი მოწმე. მე ჰიტლერის ტელეფონისტი, კურიერი და მცველი ვიყავი“. სულ რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა ის.






8. ინდიელების უკანასკნელი ტომი, რომელიც სრულ იზოლაციაში ცხოვრობს.

img








9. მსოფლიოში უკანასკნელი ამერიკელი, რომელიც პირველ მსოფლიო ომს გადაურჩა

img


4,7 მილიონამდე ამერიკელიდან, რომელმაც პირველი მსოფლიო ომის ქარ-ცეცხლი გამოიარა და საკმაოდ რთულ დროს გადაურჩა, დღეისთვის ცოცხალი მხოლოდ ერთიღაა.
ფრენკ ვუდრუფ ბაკლესმა ცოტა ხნის წინათ 110 წლის იუბილე იზეიმა და მოხვდა მსოფლიოს სამ ვეტერანს შორის, რომლებიც პირველ მსოფლიო ომს მოესწრნენ.
მისტერ ბაკლესი 15 წლის იყო, როცა, ასაკის მიუხედავად, ამერიკის არმიის რიგებში ჩაეწერა. იგი სასწრაფო დახმარებაში მუშაობდა და ბრძოლის ველზე დაჭრილ ჯარისკაცებს უვლიდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ფრენკ ვუდრუფ ბაკლესი იაპონელების ტყვეობაში ჩავარდა და თავისუფლება მხოლოდ 3 წლის შემდეგ ეღირსა;