გასაოცარი დიეტა, როგორ დაიკლო ბარბარა სამხარაძემ 25 კგ
- 30/07/19
- 1939 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ბარბარა სამხარაძე ქართველმა მაყურებელმა 2016 წელს ტელეშოუ „ნიჭიერიდან“ გაიცნო. გოგონამ თავისი ხმითა და სიმღერის მანერით მალევე მიიქცია ყურადღება და საბოლოოდ, შოუს გამარჯვებულიც გახდა. ბოლო დროს 18 წლის ბარბარა ეკრანებზე იშვიათად ჩნდება, თუმცა მის ცხოვრებაში სიახლეებია. 2016 წლის შემდეგ უნივერსიტეტში ჩააბარა, 25 კგ დაიკლო და წიგნის წერა დაიწყო. სწორედ ამ თემაზე ესაუბრა ბარბარას mshoblebi.ge.
- ბარბარა, შესანიშნავ ფორმაში ხარ. როგორ დაიკელი წონაში?
- ტრენერი მყავს. ვარჯიშით და სწორი კვებით 2,5 თვეში 25 კგ დავიკელი.
- დიდი ხანია, არსად გამოჩენილხარ. მუსიკას ხომ არ ჩამოშორდი?
- ყველაფერი დიდ ხარჯებს უკავშირდება, სცენაზე დგომაც... ძირითადად, უფრო საქველმოქმედო კონცერტებში მაქვს შემოთავაზებები. ამიტომაც, ჩემი ძალებით ვცდილობ, კვლავ განვვითარდე და სხვა უცნობი შესაძლებლობები აღმოვაჩინო საკუთარ თავში. მაგალითად, აღმოვაჩინე, რომ, თურმე, შემიძლია ვწერო, როგორც მუსიკა და სიმღერა, ასევე წიგნიც, მაგრამ მთავარია, ეს ყველაფერი ჩემს ოთახს გასცდეს.
- მომიყევი შენს წიგნზე, როდის დაიწყე წერა და რა თემაზეა?
- წერა ერთი წლის წინ დავიწყე. თავიდან ჩემთვის ვაკეთებდი პატარა ჩანაწერებს, თავისით მოხდა ყველაფერი, ექსპრომტად და დაუგეგმავად... თავიდან ორ მეგობარზე ვწერდი, მინდოდა, ორივეს რაღაც მომენტში ერთი ტკივილი ჰქონოდათ, მაგრამ რა უნდა ყოფილიყო ის, რაც მათ გააერთიანებდათ? ამიტომ კიდევ ერთი
პერსონაჟი დავამატე. ასე რომ, წიგნი სამ მეგობარზეა, რომლებსაც ინდივიდუალური ცხოვრებისეული პრობლემები, საერთო მიზნები და ხელის შემშლელი ფაქტორები აქვთ. წიგნის სათაური იქნება „მერე რა?!.“ - ეს ორაზროვანია. ერთი მხრივ, ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი ხდება, მეორე მხრივ - მოლოდინს, მერე რაც შეიძლება მოხდეს. ჯერჯერობით წიგნის ნახევარი მაქვს დაწერილი. მხოლოდ მაშინ ვწერ, როცა რაღაც მაწუხებს და მტკივა.
- მოქმედება სად ვითარდება?
- ამერიკის ერთ-ერთ შტატში... სახელებიც არაა ქართული. ვფიქრობ, ეს წიგნი ქვეყნის საზღვრებს გასცდებას, ამიტომ მინდოდა, არაქართველი მკითხველისთვისაც ადვილად აღქმადი ყოფილიყო. მთავარია, რომ დღევანდელი თინეიჯერების პრობლემებს ემყარება, ზოგადად საქართველოსა და მსოფლიოს მდგომარეობაზეა. განაგრძეთ კითხვა