
რუსთავში მამაკაცი 4-ე სართულიდან გადმოხტომას ცდილობდა
- 01/08/19
- 410 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

რუსთავში, ტაშკენტის ქუჩაზე მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი მაღალსართულიანი კორპუსის მე-4 სართულიდან გადახტომას აპირებდა.
ადგილზე რუსთავის სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.
მაშველებმა და სამართალდამცველებმა 43 წლის მამაკაცთან მოლაპარაკებები აწარმოეს და დაარწმუნეს რომ არ გადმომხტარიყო.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი დახმარება გაეწევა.
მომხდარზე გამოძიება სსკ 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.