სეზონური პროდუქტები Liloshop.ge -ზე

ზაფხულს მოუთმენლად ელოდებიან როგორც დამსვენებლები, ასევე მასპინძლები. ორივე მხარეს სჭირდება ამ თავგადასავლისთვის მომზადება და საჭირო ნივთებით აღჭურვა. ცხელ დღეებში შოპინგი სასიამოვნო პროცესია, როცა ონლაინ მაღაზიას სტუმრობთ და რამდენიმე მარტივი ოპერაციის შემდეგ, სახლში ელოდებით სასურველ პროდუქტს. Liloshop.ge საქართველოში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი „ლილო შოპის“ ინტერნეტ მაღაზიაა. აქ სეზონური პროდუქტები დიდი მოწონებით სარგებლობს და ბევრი მომხმარებელი ჰყავს. პროდუქციაც საკმაოდ მრავალფეროვანია და 4 კატეგორიად იყოფა: აუზები, ზღვისთვის,
აგარაკისთვის, პიკნიკისთვის.

აუზები
ერთ-ერთი ნივთი, რომელიც ზაფხულთან ასოცირდება, აუზია. ბავშვია, მოზარდი თუ ზრდასრული ცხელ დღეებში ყველას სჭირდება და მოსწონს გაგრილება. ზღვაზე მხოლოდ
რამდენიმე დღეს ან კვირას ატარებს ადამიანი, დანარჩენი დრო კი ან ქალაქში ემალება მცხუნვარე მზის სხივებს, ან აგარაკზე და ან სოფელში. აუზი კარგი საშუალებაა, ერთმანეთს
შეუთავსოთ სასიამოვნო და სასარგებლო. ამ კატეგორიაში შეგიძლიათ, საკუთარი სურვილისა და საჭიროების მიხედვით შეარჩიოთ გასაბერი ან კარკასული აუზი. ასევე
თქვენვე გადაწყვიტოთ, რა სიღრმისა და ფერის უნდა იყოს ბავშვისა თუ დიდი ადამიანის აუზი. გინდათ თუ არა, რომ ჰქონდეს წყლის დამცლელი სარქველი და ა.შ.

 

ზღვისთვის
ეს კატეგორია მოიცავს ყველა იმ ნივთს, რომელიც საჭიროა, რომ მომზადებული შეხვდეთ საზღვაო სეზონს სტუმარი ხართ თუ მასპინძელი. აქ ერთიანდება ზღვის ქოლგები, პლაჟზე დასაფენი პარალონები, პირსახოცები. როცა ზღვაზე დასვენებას გეგმავთ, დიდ დროს უთმობთ საზღვაო აქსესუარების შერჩევას, განსაკუთრებით თუ ქალი ხართ. ეს ონლაინ მაღაზია დაგეხმარებათ, დაზოგოთ დრო და ერთ სივრცეში დაათვალიეროთ ყველა საჭირო ნივთი, რათა შეარჩიოთ თქვენთვის თუ ბავშვისთვის სასურველი საცურაო კოსტიუმი, პარეო, წყლის ლასტები, წყლის ქუდი, სათვალე, ფერადი ჩანთა, შლაპა.


აგარაკისთვის
თუ ზაფხულის გატარებას აგარაკზე გეგმავთ, ეს კატეგორია თქვენთვისაა. აქ ყველაფერია, რაც აგარაკს კომფორტულ ადგილად აქცევს და დასვენებაც უფრო სასიამოვნო იქნება.
ჰამაკები, ეზოს საქანელები გრილ საღამოს გაგიწევთ კომპანიონობას. აგარაკისთვის განკუთვნილი პატარა მაგიდა და სკამები ეზოსა თუ ვერანდას გაალამაზებს და უამრავ
ადამიანს შემოიკრებს ირგვლივ. გარე განათება იზრუნებს მყუდრო და რომანტიკული გარემო შექმნას მთვარესთან ერთად. ბაღის დეკორატიული ნივთები სხვა ხიბლს შემატებს
ეზოს, ხოლო მწერებისაგან დამცავი აპარატები სასიამოვნო დასვენების გარანტი იქნება.

 

პიკნიკისთვის
ოჯახის, მეგობრების შეკრება და პიკნიკზე წასვლა ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი აქტივობაა. პიკნიკის მოწყობა გაცილებით მარტვია, როცა ის ნივთები გაქვთ, რომელიც ამ
პროცესს სჭირდება. ამ კატეგორიაში შეგიძლიათ, შეარჩიოთ საპიკნიკე კალათები და გრილის აპარატები.

შეხვდით ზაფხულის არდადეგებს, შვებულებას მომზადებული. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ Liloshop.ge-ს.


R