გონიოს ზღვაში მამაკაცი დაიხრჩო
- 05/08/19
- 7551 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
გონიოში ზღვაში კაცი დაიხრჩო. ის ოთხბალიანი შტორმის მიუხედავად ზღვაში შევიდა.
მაშველებმა ცხედარი ზღვიდან უკვე ამოიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მანამდე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მოსახლეობა შტორმის შესახებ გააფრთხილა. შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 3-4 ბალიანი შტორმი ფიქსირდება, აღმართულია წითელი ალმები და აკრძალულია ცურვა.