სიყვარულში ყველაზე ეჭვიანი და მესაკუთრე ზოდიაქოს ნიშნები
- 2015-01-30 19:13:40
- 19289 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ვერძი - ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებისთვის ე.წ. "ბრმა მრისხანებაა" დამახასიათებელი. ამიტომ ვერძების დიდი ნაწილი, ეჭვიანობითაც ერთობ "ბრმად" ეჭვიანობს. მისთვის სულ მცირე მიზეზიც კი საკმარისია საიმისოდ, რომ პარტნიორს ხელჩართული ომი გამოუცხადოს ორგულობისთვის. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს ისიც აღვნიშნოთ, რომ შეყვარებული ვერძის "აგდება" საკმაოდ მარტივი საქმეა თუნდაც დადგმული სპექტაკლის მეშვეობით. ვერძები ეჭვიანობას ზედმეტად ემოციურად და დრამატულად გამოხატავენ. ამიტომ ხშირად ძნელია რაიმე აუხსნათ მათ თუკი საბაბი იპოვეს საეჭვიანოდ. საუკთესო ვარიანტია, ნაკლებად იმართლოთ მის წინ თავი და დელოდოთ, როდის გადაუვლის მხურვალე ემოციები (რაც მერწმუნეთ საკმაოდ მალე მოხდება) და მხოლოდ ამის შემდეგ სცადოთ მასთან ურთიერთობის დალაგება.
კირჩხიბი - მანიაკალური მიჯაჭვულობა ახასიათებს საყვარელი ადამიანების მიმართ. ამიტომ ეჭვიანობა და კირჩხიბი განუყოფელი ცნებებია. თუმცა ვერძისგან განსხვავებით კირჩხიბი დებოშით, ჩხუბით ან თეფშების მტვრევით არასოდეს გამოხატავს საკუთარ გრძნობებს მოღალატე პარტნიორის მიმართ. თავიდან იგი უხმოდ იტანჯება ან უბრალოდ იბუტება რაღაც დროით. თუმცა შემდგომ თუკი მისი ეჭვები დადასტურდა და აღმოაჩინა, რომ რეალური მიზეზი აქვს განგაშის ასატეხად, კიბოსავით იწყებს ზურგიდან შემოვლას და როდის რას მოიმოქმედებს მოღალატე პარტნიორის გასამწარებლად ეს მხოლოდ ღმერთმა უწყის. დაიმახსოვრეთ, შურისმაძიებლობით კირჩხიბი ზოდიაქოს ყველაზე სასტიკ ნიშანს მორიელს არათუ ჩამოუვარდება, ხანდახან ამეტებს კიდეც.
წაიკითხეთ სრულად