"საშინელი ავარია იყო, 2 ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა" - ნინოწმინდასთან ტრაგედია მოხდა
- 05/08/19
- 1917 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ნინოწმინდაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთმანეთს „ფოლკსვაგენისა“ და „ფორდ ტრანზიტის“ ავტომობილები დაეჯახნენ.
2 ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა, კიდევ ერთი დაშავებული კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ნინოწმინდის საავადმყოფოში გადაიყვანა.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.


