წყევლა კენედების ოჯახში - რობერტ კენედის 22 წლის შვილიშვილი გარდაიცვალა

დღეს ცნობილი ხდება, რომ ამერიკელი სენატორისა და გენერალური პროკურორის, რობერტ კენედის 22 წლის შვილიშვილი, სირშა კენედი ჰილი გარდაიცვალა. პრეზიდენტ ჯონ კენედის უმცროსი ძმის შვილიშვილის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ნარკოტიკებია. გოგონას ცხედარი ბოსტონის რეზიდენციაში იპოვეს, რომელიც „საზაფხულო თეთრი სახლის“ სახელით იყო ცნობილი.

მედიამ სირშა კენედი ჰილის გარდაცვალება უკვე შეაფასა, როგორც კენედების ოჯახის წყევლა. შეგახსენებთ, რომ კენედების ოჯახში ტრაგედიების მთელი სერიაა. ჯერ ჯონ კენედი და მისი ძმა, რობერ კენედი მოკლეს. ჯონ კენედის ვაჟი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. რაც ეხება სირშას ბიძას, დევიდ კენედის, ის ნარკოტიკების ჭარბი დოზის მიღების შედეგად გარდაიცვალა.