ბიძინა ივანიშვილი ბერას დაიჭერს...
- 11/08/19
- 7266 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
"ეს ყველაფერი დამთავრდება ალბათ რომელიმე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში", - ამის შესახებ ლევან ბერძენიშვილმა "რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორ, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებულ მოვლენებზე აცხადებს.
ლევან ბერძენიშვილი დასძენს, რომ ბოლოს ბიძინა ივანიშვილი ბერასაც დააკავებს, თუ მისი რომელიმე "კუპლეტი" არ მოეწონება. მისი შეფასებით, საქართველო ახლა განიცდის იმიჯის საშინელ ნგრევას.
"ეს ყველაფერი დამთავრდება ალბათ რომელიმე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, რადგან ამ სიგიჟის დონე შეუძლებელი ხდება უკვე, ბოლოს შეიძლება ბერა დააპატიმროს არ მოეწონოს რომელიმე მისი კუპლეტი. ეს რა თქმა უნდა ვნებს საქართველოს იმიჯს, საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა ახლა განიცდის იმიჯის საშინელ ნგრევას, რადგან ირკვევა, რომ სასამართლო არ არის, პროკურორი ადამიანი არ არის, საზოგადოება ვერ არის ისეთი ძლიერი, როგორც საჭიროა. საბოლოო ჯამში, საქართველო ევროპული ღირებულებების გადასარჩენადაც დაიწყებს ბრძოლად ივანიშვილის წინააღმდეგ, საქართველო ივანიშვილის გარეშე იქნება სხვა ქვეყანა, და საერთოდ, მომავალში უნდა დავიმახსოვროთ, რომ მდიდარი ხალხი პოლიტიკაში არასოდეს არ უნდა მოვიყვანოთ, იმის იმედით, რომ ის მდიდარია და მეტს აღარ მოიპარავს", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა "კურიერთან".