ქეით მიდლტონის ამ უბრალო შორტებმა და ბოტასებმა მსოფლიო აღიარება დაიმსახურა


კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონი, მას შემდეგ რაც ის დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი გახდა, მოკლე შორტებით პირველად გამოჩნდა. ქეით მიდლტონის ახალმა იმიჯმა ინტერნეტში საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია.

სოციალური ქსელის მომხმარებლების თქმით, 3 შვილის დედა ფორმას უნაკლოდ ინარჩუნებს და მისი ფეხები უზადოდ გამოიყურება. სოციალურ ქსელში წერენ რომ სავარჯიშო დარბაზში მწვრთნელს სწორედ ქეითის ფოტო უნდა მიუტანონ იმის სადემონსტრაციოდ, თუ როგორი ფეხების დაყენება სურთ ვარჯიშის შემდეგ.