50 წლიანი დაფარული საყვარლობის შემდეგ 96 წლის კაცმა 93 წლის საყვარელზე იქორწინა
- 12/08/19
- 909 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
განის დედაქალაქ აკრაში 96 წლის მამაკაცი 93 წლის ქალზე დაქორწინდა. ამის შესახებ starrfm.com.gh წერს. ჯეიმ ანდორფალმა და მისმა საცოლემ მარგარეთ მანუელმა ერთმანეთი გასული საუკუნის 60-იან წლებში გაიცნეს. 50 წელი ერთად ცხოვრობდნენ და 9 შვილი ჰყავთ, თუმცა ქორწინების დარეგისტრირება ნახევარი საუკუნის მერე გადაწყვიტეს.
„თუ წყვილმა 50 წელი ერთად ცხოვრება შეძლო, ეს ნიშნავს, რომ მათ ერთმანეთის ესმით.“- განაცხადა სასულიერო პირმა, რომელმაც მათი ქორწინება დააკანონა.


