"დიდი მადლობა ყველას, ვინც მეხმარებოდით, მე დაგიბრუნდით..." - ლელა წურწუმია განცხადებას ავრცელებს
- 13/08/19
- 44030 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
როგორც იცით სამი კვირის წინ, ლელა წურწუმია კიბერ-თავდასხმის მსხვერპლი გახდა. მას ინსტაგრამი გაუტეხეს და ყველა პოსტი წაუშალეს.
მომღერალმა პოლიციაში განცხადება შეიტანა.
გუშინ ლელამ საკუთარი პროფილი დაიბრუნა და ქსელში თაყვანისმცემლებს მიმართა.
"ჩემო თაყვანისმცემლებო, მეგობრებო, ფოლოვერებო , დაგიბრუნდით. 3 კვირა გაუქმებული იყო ჩემი ინსტაგრამ გვერდი, გამიტეხეს!!! მაგრამ კარგი ადამიანების დახმარებით დავიბრუნე. დიდი მადლობა ყველას ვინც მეხმარებოდით და გულშემატკივრობდით. სამწუხაროდ მთელი მასალა წაშლილი დამხვდა, მაგრამ ნელ ნელა აღვადგენ . მიყვარხართ" - წერს დივა.


