როგორ ათხოვებენ 5 წლის ბავშვებს - შოკისმომგვრელი აზია
- 2015-01-31 09:18:09
- 5836 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
სანამ ცივილიზებული მსოფლიო ადამიანის უფლებებზე მსჯელობს, 5, 7 თუ 9 წლის გოგონებს საკუთარი მშობლები საქორწილო სამოსს აცმევენ და მათზე 2-ჯერ, ან 7-ჯერ უფროს მამაკაცებს აყოლებენ ცოლად.
ასეთი ქორწინება სინამდვილეში გარიგებაა, რომლის შენიღბვასაც არავინ ცდილობს - ოჯახს ვალი აქვს, ფულის მაგივრად კი მევალეს ქალიშვილს "გაატანს", მერე რა, რომ 5 წლისაა, მისი დიდი ბებიაც ამ ასაკში გათხოვდა. სიღატაკეში მცხოვრებ ოჯახებს ერთი სული აქვთ, კიდევ ერთი მჭამელი მოიცილონ სახლიდან. თან ისე, რომ ოჯახის სახელი არ შეილახოს, სასიძოს კი ერთი რამ მოეთხოვება - რაც შეიძლება გულუხვად გადაუხადოს საპატარძლოს მშობლებს.
ნაადრევ ქორწინებებს ადგილობრივები შემდეგი არგუმენტით ხსნიან - გოგონას დაცვა სჭირდება, თუ არადა შეიძლება უბიწოება ქორწინებამდე დაკარგოს, რაც ოჯახისთვის დიდი სირცხვილია. ქმარი ან მისი ოჯახი ვალდებულია სქესობრივ მომწიფებამდე საკუთარი შვილივით იზრუნოს მცირეწლოვან პატარძალზე, ეს კი პატარძლის ღატაკი ოჯახისთვის დიდი შეღავათია.
ბავშვთა ქორწინებები ყველაზე ხშირია ინდოეთში, იემენსა და ავღანეთში. მხოლოდ ინდოეთი კრძალავს ამ ცერემონიას და კანონით სოლიდური ფულადი ჯარიმაცაა დაწესებული, რაც 2000 აშშ დოლარის ექვივალენტია. ჯარიმა ელის როგორც სასიძოს, ასევე
პატარძლის ოჯახს და ქორწილში მყოფ ყველა სტუმარს, თუმცა კანონს არავინ დაგიდევს და სახელმწიფოც თვალს ხუჭავს ამ საშინელ ტრადიციაზე.
ვერც ერთი საპატარძლო ვერ გაბედავს წინ აღუდგეს მშობლების სურვილს - ურჩებს საშინელი სასჯელი, ხშირად კი სიკვდილიც ელით.
ერთ დროს ადგილობრივი ქალებიც კი შეძრა ინდოეთში, რაჯასტანის შტატში მცხოვრებმი 5 წლის აიშეს ისტორიამ. ის მამამ 55 წლის მამაკაცს გააყოლა ცოლად.
წაიკითხეთ სრულად