ხო ეჭვიანი ვარ,ამიტომ გავრბივარ მანქანასთან... არ ვიცი ამდენს რას დადის,ამბობს ვმუშაობო...

ტელეწამყვანი და მსახიობი შორენა ბეგაშვილი თავის საყვარელ ძაღლზე, სანიზე სახალისო პოსტს წერს:
"გამარჯობა მე კრუასანი ვარ,მაგრამ ყველა სანის მეძახის.არ ვიცი რატომ დამარქვა დედამ ეს სახელი. ახლა ყველა დამცინის ალბათ დედას ყველგან თან დავყავარ,არ ვიცი ამდენს რას დადის,ამბობს ვმუშაობო მე ხმას არ ვიღებ,სამაგიეროდ მერე გემრიელ რაღაცეებს მყიდულობს.რა ვქნა ვითმენ მე მყავს ჩაბარებული თან არ მინდა ვიღაც ძაღლებს მოეფეროს. ხო ეჭვიანი ვარ,ამიტომ გავრბივარ მანქანასთან თუ სადმე აპირებს წასვლას. ეჰ წავედი თავს მოვიმძინარებ იქნებ მალე წავიდეთ,თორე აქ ყველა მე მეფერება და დამღალეს ეს ქალები" - წერს შორენა ბეგაშვილი.