იგოეთტან მომხდარ საზარელ ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა

ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, სოფელ რენესთან მერსედესის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა. თვითმხილველების თქმით, მძღოლს სავარაუდოდ, ჩაეძინა.

შემთხვევის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, ორი ახალგაზრდა მამაკაცი და შუახნის ქალი, ხოლო დაშავდა კიდევ ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისმხობს, რამაც 2 და მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6 დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.