ბათუმის მიმართულებით მოძრაობა უკვე 3 საათია პარალიზებულია
- 16/08/19
- 9734 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა პარალიზებულია. როგორც ავტომობილების მძღოლები აცხადებენ, ბათუმის მთავარი გასასვლელიდან ჩაქვის მიმართულებით მოძრაობას თითქმის 3 საათია ვერ ახერხებენ.
მათი თქმით, სატრანსპორტო მოძრაობა ცენტრალურ გზაზე არ რეგულირდება, რასაც აპროტესტებენ.
"საღამოს 7 საათის შემდეგ ცენტრალურ გზაზე ვდგავარ და ვერ ვახერხებ გადაადგილებას, ფაქტობრივად, ბათუმიდან ადამიანს გადაადგილება რომ უნდოდეს ცენტრალურ გზაზე, ვერ გაივლის. ბოლო დღეებია საცობები ჩაქვი-ბათუმის გზაზე ფიქსირდება.. უნდა მოწესრიგდეს ეს მოძრაობა. იქნებ ავადმყოფები არიან ავტომობილებში და არ შეიძლება გზის პარალიზება",- აცხადებენ მძღოლები.
ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, აჭარაში სატრასპორტო ნაკადი გაიზარდა, რაც საცობს იწვევს. უწყების ინფორმაციით, ცენტრალურ გზაზე საპატრულო ეკიპაჟებია მობილიზებული, რომლებიც სატრანსპორტო მიმოსვლას აწესრიგებენ.