რუსთაველზე ჯავშნიანი ავტომობილების მობილიზება ხორციელდება
- 18/08/19
- 2374 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის UNIVERSAl PICTURES-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ფილმის, Fast and Furious 9 (ფორსაჟი 9) ეპიზოდის გადაღება საქართველოში ხვალიდან დაიწყება და 20 სექტემბერს დასრულდება.
გადაღებებისთვის შერჩეულია ლოკაციები თბილისსა და რუსთავში, კერძოდ, გადაღება განხორციელდება რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის, ბესარიონ ჟღენტის, ავთო ვარაზისა და უნივერსიტეტის ქუჩებზე, ასევე, რუსთავში ბაზრობის ტერიტორიაზე.
„ფორსაჟი 9“-ის ეპიზოდების გადაღების სამზადისი თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, საქართველოს პირველი არხის ფოტოგრაფის, ირაკლი გედენიძის ფოტოობიექტივში მოხვდა.