ბათუმში ავარიის შემდეგ ბი-ემ-დაბლიუს მძღოლმა ტაქსის მძღოლი სცემა
- 19/08/19
- 491 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ბათუმში, შარაბიძეების ბენზინგასამართ სადგურთან ავტოავარია მოხდა, BMW-ს მარკის ავტომანქანას ტაქსი შეეჯახა - ამის შესახებ გამოცემა "ბათუმელები" წერს.
თვითმხილველების თქმით, BMW არასწორად მოძრაობდა და ტაქსის მძღოლმა ვერ მოახერხა მანქანის დამუხრუჭება. შეჯახების შემდეგ, BMW-დან გადმოსული პირები სასტიკად გაუსწორდნენ ტაქსის მძღოლს.
ტაქსის მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ერთი პირი შარაბიძეებიდან მუცლის დახურული დაზიანებით გადაიყვანეს საავადმყოფოში.
ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. შემთხვევის ადგილზე დამონტაჟებულია, როგორც შს სამინისტროს, ისე ერთ-ერთი სააფთიაქო ქსელის ვიდეო კამერები. შემთხვევას არაერთი თვითმხილველი ჰყავს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, დაშავებულია ერთი ადამიანი, მაგრამ ჩხუბს ადგილი არ ჰქონია.


