როგორი მამაკაცი სჭირდება ქალს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
- 2015-01-31 20:51:50
- 11264 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ნებისმიერი ქალის ოცნებაა ცხოვრებაში ოცნების მამაკაცი იპოვნოს და საბოლოოდ ეზიაროს ქიმერულ და მოუხელთებელ "ქალურ ბედნიერებას". ზოგს გამოსდის კიდეც ეს, ზოგს – არა... რეალური მიზეზი კი იმისა, თუ რატომ ვერ ვახერხებთ ვიყოთ პარტნიორულ ურთიერთობაში ბედნიერი არის ის, რომ არასწორად ვირჩევთ მეორე ნახევარს ჩვენი ზოდიაქოს ნიშნის ძირითადი მახასიათებლების და სახასიათო შტრიხების მიხედვით. შესაბამისად, ვიღებთ კიდეც სავალალო შედეგს, რასაც სახელად განქორწინება ან უბრალოდ, დაშორება ჰქვია...
გთავაზობთ ზოგად სტატისტიკას თუ კონკრეტულად როგორი ტიპის მამაკაცი შეეფერება ქალს პარტნიორობის კუთხით დაბადების თარიღის მიხედვით.
ვერძს აქტიური, ცოტათი ხისტი, მაგრამ გონიერი და პრინციპული მამრები იზიდავს. შეეფერება: მორიელი, ლომი, თხის რქა, კურო.
კუროს სტაბილური, გაწონასწორებული, გარეგნულად მშვიდი მაგრამ შინაგანად ვნებიანი და ემოციური კაცი ესაჭიროება. ასეთი შეიძლება იყოს: თხის რქა, ქალწული, მორიელი, კირჩხიბი.
ტყუპს იმპროვიზატორის ბუნება აქვს. მრავალმხრივი მამაკაცი ესაჭიროება ყველა გაგებით, როგორც ინტელექტუალურად ისე ზოგადად ბუნებითაც. საუკეთესოა მისთვის: მშვილდოსანი, მერწყული, სასწორი, ლომი.
კირჩხიბს მზრუნველი, მოსიყვარულე, გამგებიანი მამრი ესაჭიროება. საუკეთესოა მისთვის: კურო, თევზები, თხის რქა და ლომი.
ლომს კარგი სოციალური სტატუსის მქონე, ერუდირებული, ჭკვიანი და საზოგადოებაში დაფასებული მამაკაცები იზიდავს. მისთვის იდეალურია: ვერძი, სასწორი, თხის რქა, მერწყული.
ქალწულს სტაბილური, გონიერი, გამჭრიახი და წინდახედული კაცები იზიდავს. ჰიგიენური ნორმებისა და ეტიკეტის მცოდნე და მკაცრი დამცველი. მისთვის საუკეთესოა: თხის რქა, ლომი, სასწორი ან კირჩხიბი.
სასწორს რომანტიკული მამრები იზიდავს, მოსიყვარულე, პოეტური, მუსიკალური მონაცემებით. ამ მხრივ იდეალურია მისთვის ტყუპი, მშვილდოსანი, მერწყული და ლომი.
მორიელს უხეში, ცოტა პრიმიტიული, მაგრამ მამაკაცური ჰაბიტუსის მქონე, ფიზიკური სიძლიერით გამორჩეული კაცები ხიბლავს. მისთვის იდეალური მეწყვილეა: ვერძი, თხის რქა, კურო ან თავად მორიელი.
მშვილდოსანს ცვალებადი, მრავალმხრივი, ცოტათი ინფანტილური და მხიარული კაცი სჭირდება. საუკეთესო პარტნიორია მისთვის: ტყუპი, მერწყული, სასწორი ან ვერძი.
თხის რქას სერიოზული, რესპექტაბელური, პროფესიულად შემდგარი და კარგი სოციალური მდგომარეობის მქონე მამრები იზიდავს. მისთვის იდეალურია: ქალწული, კურო, მორიელი ან ლომი.
მერწყულისთვის მთავარი კრიტერიუმი მამაკაცის შეფასებისას მისი ინტელექტის კოეფიციენტი და ადამიანური თვისებებია. იგი კარგად უგებს: ტყუპს, მშვილდოსანს, ვერძს ან თევზებს.
თევზებისთვის მთავარია ემოციური და სულიერი კავშირი პარტნიორთან, სჭირდება გულისხმიერი, მზრუნველი და შემოქმედებითი აზროვნების მქონე მამრი. ამ მხრივ იდეალურად შეეწყობა მას: კირჩხიბი, სასწორი, მორიელი ან ლომი.