ეს ნიკა გვარამიას არხის ლოგოა, რომელიც გიორგი გაბუნიამ შექმნა
- 21/08/19
- 2626 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
რუსთავი ორის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ “მთავარი არხის” ლოგო გამოაქვეყნა.
“მთავარი არხი – მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება!
ps ლოგოს ავტორი Giorgi Gabunia
update: მოიხსნა წარწერა”
ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიზია სახელწოდებით, “მთავარი არხი” რეესტრში 17 აგვისტოს დაარეგისტრირა. როგორც თავად თქვა, არხის საკონტროლო პაკეტის მფლობელი და გენერალური დირექტორი თავად იქნება.
დღესვე რუსთავი 2 დატოვა კურიერის მთელმა გუნდმა. მას შემდეგ, რაც გუშინ, წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა არხის დატოვების შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადეს, კურიერი ეთერში აღარ გასულა.
ჟურნალისტებმა რუსთავი 2 მას შემდეგ დატოვეს, რაც რამდენიმე მათგანი არხის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ “ინტერესთან კონფლიქტის” მოტივით გაათავისუფლა.
კერძოდ: თავდაპირველად რუსთავი 2-დან გაუშვეს გიორგი გაბუნია, ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი და ეკა კვესიტაძე.
გვარამიამ განაცხადა, რომ მზად არის ისინი მთავარ არხზე დაასაქმოს და ორშაბათიდან ხელშეკრულებების გაფორმებას იწყებს.