რა კავშირი აღმოჩნდა ამ 3 ზუგდიდელ ქალს შორის, რომლებმაც მთელი საქართველო აალაპარაკეს...
- 21/08/19
- 26113 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
26 წლის ნინო ჭითანავა, რომელიც დედამთილის ქურდობისთვის არის ბრალდებული, ზუგდიდის რაიონ სოფელ კახათში ქეთევან სორდიას მეზობლად ცხოვრობს.
„რა არ დააბრალეს საცოდავ გოგოს ქმრის დედამთილმა და ქმრის ბებიამ. მამა ძალიან ცუდად ყავდა, რომელ ერთზე ენერვიულა... თავის მცირეწლოვან შვილებთან ერთად დედასთან წამოვიდა. ნინო ისეა გაზრდილი არაფერს ცუდს არ ჩაიდენდა. ქმრის ოჯახში რა ხდებოდა ეს მხოლოდ მათ იციან... სიმართლე ერთია, ნინოს ყველაფერი დააბრალეს. ძმაც შეძრწუნებულია მომხდარით, ახლა მგლოვიარენი არიან და არაფრის თავი არ აქვთ, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა,“- აცხადებს ახლობელი.
ნინო ჭითანავას ქმრის ბებია ეთერ კაკულია ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მის რძალთან ყველაფერი დამთავრდა.
„ნუ მირეკავთ, 70 წლის ქალი ავადმყოფი ვარ, არ მინდა ამ თემაზე საუბარი, საკმარისია. დასრულდა ყველაფერი ჩვენს შორის. არავის არაფერს ვეტყვი,“- აცხადებს ეთერ კაკულიამ.
შემთხვევა ზუგდიდში, რამდენიმე კვირის წინ მოხდა. რძალმა დედამთილს 7000 ლარამდე თანხა მოჰპარა. ქურდობის დროს სახლში ოჯახის სამი წევრი იმყოფებოდა. რძალმა ოჯახის კუთვნილი ავტომანქანის გატაცებაც სცადა, რის შემდეგაც დედამთილმა დახმარებისთვის მეზობლებს და პოლიციას მიმართა. ნინო ჭითანავა სამართალდამცავებმა მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. ამოღებული თანხა კი დაზარალებულს სრულად დაუბრუნდა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ნინო ჭითანავას 3-წლიანი პირობით სასჯელი შეუფარდა.


